Read Die rechte Hand des großen Meisters by Konstantine Gamsakhurdia Gertrud Pätsch Online

die-rechte-hand-des-grossen-meisters

Ein verwittertes Relief an der Kathedrale der alten georgischen Hauptstadt Mzcheta, die abgeschlagene Hand eines Baumeisters darstellend, gemahnt an wechselvolle und tragische Ereignisse längst vergangener Tage. Gebaut wurde die Kathedrale im II. Jahrhundert während der Regentschaft Giorgis I., eines kapriziösen und despotischen Königs, der zwar willens ist, sein KönigreicEin verwittertes Relief an der Kathedrale der alten georgischen Hauptstadt Mzcheta, die abgeschlagene Hand eines Baumeisters darstellend, gemahnt an wechselvolle und tragische Ereignisse längst vergangener Tage. Gebaut wurde die Kathedrale im II. Jahrhundert während der Regentschaft Giorgis I., eines kapriziösen und despotischen Königs, der zwar willens ist, sein Königreich aus der Umklammerung Konstantinopels zu befreien, die heidnisch-aufrührerischen Fürstentümer zu befrieden und dem Glaubensanspruch des Katholikos der georgischen Kirche zu genügen, sich aber mit seinen persönlichen Wünschen stets im Widerspruch zu den Interessen des Staates befindet. Königin Mariam, die strenggläubige Asketin, ist ihm keine Gefährtin. Sie treibt ihn unfreiwillig in die Arme leichtfertiger Hofdamen, zwingt ihn, seinen Kummer im Wein zu ertränken. Die schöne, heimlich begehrte Fürstentochter Schorena, die er in erniedrigender Gefangenschaft hält, erscheint ihm unerreichbarer denn je, da sie ihm nie verzeihen wird, daß er ihren Verlobten töten und ihren Vater blenden ließ. Die glücklichsten Stunden verbringt Giorgi in Gesellschaft treuer Jugendfreunde auf der Jagd. Auf einem seiner Jagdausflüge lernt er den jungen lasischen Baumeister Arssakidse, Schorenas vermeintlichen Milchbruder, kennen. Eine schicksalhafte Laune bestimmt ihn, seinen Oberbaumeister Farsman, den bei Hofe meistgehaßten, doch auch meistgefürchteten Mann, zu entlassen und Arssakidse mit dem Wiederaufbau der Swetizchoweli-Kathedrale zu betrauen. Farsman, wohl wissend, daß keiner außer ihm das Geheimnis kennt, stahlharte Schwerter zu schmieden, deren das königliche Heer so dringend bedarf, spinnt nun mit greisenhafter Rachsucht jenes Netz, das den eifersüchtigen König und den kunstbesessenen jungen Baumeister gleichermaßen ins Verderben stürzen soll.KONSTANTINE GAMSACHURDIA, der viele Jahre in Deutschland lebte, 1919 an der Humboldt-Universität zum Doktor der Philosophie promovierte, Thomas Mann persönlich kannte, mit dem Zaren auf Kriegsfuß stand und sich nach anfänglichen Ressentiments letztlich doch mit der Sowjetmacht versöhnte, begann 1923 zu schreiben. Mit viel Sinn fürs Detail, mit sicherem Blick fürs Monumentale verwob er in diesem Roman Tatsächliches, Legendäres und Chronikalisches zu einem farbenprächtigen „Gobelin" georgischer Geschichte....

Title : Die rechte Hand des großen Meisters
Author :
Rating :
ISBN : 25931645
Format Type : Hardcover
Number of Pages : 431 Pages
Status : Available For Download
Last checked : 21 Minutes ago!

Die rechte Hand des großen Meisters Reviews

  • Luka Fadiurashvili
    2019-04-08 19:31

    აბიტურიენტობის წყალობით, ძალაუნებურად მომიხდა ამ რომანის კიდევ ერთხელ გადაკითხვა და მივხვდი, რომ საჭიროა შედარებით ვრცელი რევიუ :3. კონკრეტულად ეს რომანი, გამსახურდიას შემოქმედებაში (ალბათ ბევრი დამეთანხმება) დანარჩენ "დიდ" ნაშრომებთან შედარებით, საგრძნობლად სუსტია. თუმცა, მაინც მგონია, რომ თავისი ადგილი ქართული ლიტერატურაში "დიდოსტატს" დამკვიდრებული აქვს. ცალკე საკითხია ის, რომ ზედმეტად გაპიარებულია და ჩრდილავს მთვარის მოტაცებას თუ დიონისოს ღიმილს. ენის თვალსაზრისით ეს ნაწარმოები (მიუხედავად იმისა რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება), მაინც არაა ის დონე, რასაც კოსწია სხვა რომანებში გვთავაზობს. ერთ–ერთი მიზეზი რის გამოც, დიდოსტატის მარჯვენა ასეთი სიმპათიებით სარგებლობს, ზომაა. ქართველ ხალხს აშკარად არ უყვარს "დიდი" ნაწარმოებების კითხვა(გამონაკლისია თუთაშხია ალბათ). ანალოგიც კი ძნელია მოუძებნო ამ ავტორს მსოფლიოში იმდენად "დიდია" ექსპრესიონიზმის ჟანრში და შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ ასე ვთქვათ "სახარკო რომანიც" კი ბრწყინვალე საკითხავი გამოსდის. შეკვეთილი რომანის წერა რაოდენ რთულია ჯავახიშვილის მაგალითზეც შეგვიძლია ვირწმუნოთ, ამიტომ პატივს ვცემ ამ კაცის წარმატებულ მცდელობას თავი გადაერჩინა სტალინიზმისა და საბჭოთა ცენზურის პირობებში.და მაინც, სულ რომ არაფერი, ამისთვის ღირს წაკითხვა:"ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.""ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში.""ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."„ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.“და კიდევ უამრავი ასეთი შესანიშნავი ფრაზა <3

  • Gode
    2019-04-17 17:10

    პირველად ამ ზაფხულს წავიკითხე.საშინლად გამეწელა. შუა გზაში შევწყვიტე კიდეც. მერე, ისევ მივუბრუნდი. ძლივს დავასრულე და იმედები გამიცრუვდა. ალბათ, მაშინ რომ შემეფასებინა მაქსიმუმ 2 ვარსკვლავს დავუწერდი.მეორედ მომიწია წაკითხვა. სკოლა, ეროვნულები და ამბები. ჰოდა, ამ წამს დავასრულე ეს მეორედ წაკითხვა. მთელი 1 თვე, ნელ-ნელა ვაგემოვნებდი. ვსმჯელობდით კლასში, განვიხილავდით, ვწერდით გეგმებს, ესეებს. მოკლედ, რისი თქმა მინდა - კი არ წავიკითხე, ვიცხოვრე ამ წიგნში.და, ახლა, ძალიან დიდ ემოციებში ვარ. საშინლად, საშინლად მომეწონა.მელქისედეკი, გიორგი, არსაკიძე, ფარსმანი, შორენა, ზვიადი, გირშელი და კიდევ ბევრი და ბევრი ცოცხალი და მაგარი პერსონაჟები, რომლებიც ბევრი მინუსისა და უარყოფითის მიუხედავად შემიყვარდა. აგერ, შანდლის ქურდი აიღე თუგინდ. არანომალურად მაგარი ტიპია, არა? ან გაორებული გიორგი, ღმერთთან შეჭიდებული კონსტანტინე? რაღაც მხრივ ეგოისტი შორენაც. თავისი ხოხბისყელისფერი საწმერთულით. თუმცა, იყო წიგნში მომენტები რაც ცოტათი ყალბი და ხელოვნური მომეჩვენა, რატომღაც.დამაკლდა ცოტა კიდეც - აი, მარჯვენას მოკვეთა, მაგალითად. ნამეტარი მიჩქმალული იყო და გარბენილი. ნუ, საბოლოო ჯამში, ესაა წიგნი რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, ბევრი რამის ახლებურად დანახვა და საერთოდაც, ჩვენი, როგორც ერის, შეფასებაც შეიძლება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. მადლობა გამსახურდიას რომ ქვაში ჩაკირული საიდუმლო, სიტყვაში განახცადა.იმედია, ამ რივიუს ავაზის დღეს არ ვწერ.❤️

  • Nino Chachava
    2019-04-02 19:07

    "კარისალაგთანაც არ იყო ვარდისახარი მისული, როცა მაგრად შეტოკდა ციხისებური სახლი, შეტორტმანდნენ კედლები, ახლა ფარსმანმაც იკადრა წამოხტომა, ფეხშიშველა გაირბინა ქვიტკირის დარბაზი და მიაძახა კიბისთავთან წაქცეულ ცოლს:"ეგებ დაილეწოს ეს ქვეყანა, ვარდო, ახალში მაინც მიმიწვევენ ხუროთმოძღვრად"..

  • Nino Meladze
    2019-04-09 13:27

    It would be interesting to see reviews from non-Georgians on this book, if any. There are so many suttleties that, I believe, only those deeply familiar with Georgian culture would comprehend the essence. However this msy be my assumption...Note: this review is in English to create interest on this book within non- Georgian community

  • Giorgi Matcharashvili
    2019-04-03 15:13

    კონსტანტინე გამსახურდია, რომ კლასიკოსია და შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას ამაზე არ მოვცდები. პირდაპირ რომანზე გადავალ. საოცარია, რომ 2016 წლის ბოლოს მოვახერხე დამეწყო ეს შესანიშნავი წიგნი და 2017-ში დამესრულებინა. ამა წლის პირველი წიგნია და თუ ასე გაგრძელდა, ვგონებ დიდებული წელი მელის. თხრობის მანერა ზღაპრულია. აშკარაა, რომ მწერალი თავდაჯერებულია და იცის რას გულისხმობს თითოეული სიტყვის უკან. ამაზე თუნდაც ბოლოსიტყვაობა მოწმობს, სადაც ოდნავი ირონიით შენიშნავს:"არც მომეტებული პოპულარობის წყურვილი, არც ჩემი ლიტერაყურული ოპოზიციის შეძახილი არასოდეს მაიძულებს მდარე გემოვნების ხარისხზე ჩამოსვლას."აშკარაა, რომ ენა, რომელსაც იყენებს მწერალი ან სიამოვნებას განიჭებს, ანდაც გტანჯავს. ბევრისგან გამიგია, რომ აბიტურიენტობის ჟამს, ვერ მოუგრიხეს კისერი ამ ნაწერს. ახლა ნამდვილად მეცინება, რადგან საახალწლოდ დაწყებულს, თავი ვერ მივანებე. იმდენად საინტერესო პერსონაჟები და სახეები იხატება, რომ რთულია მოსცილდე და მიანებო კითხვას თავი. სიუჟეტი დრამატულია, მაგრამ თითეული მოქმედი გმირის სახე ნაწერს ბევრად საინტერესოს ხდის, ვიდრე მთლიანად თხრობითი ხაზი. ენა გაჯადოვებს და ამასობაში პერსონაჟები შემოდიან, რომელთა გამოჩენისთანავე გიჩნდება გარკვეული განცდები თითოეულის მისამართით. შეუძლებელია გულგრილად დატოვო კონსტანტინე არსაკიძე, მამამზე ერისთავი და თავად მეფე. თანაც რა მეფე... ისტორია ვინც იცის დამეთანხმება, რომ გიორგი პირველი ყოველთვის იწვევს კამათს და სკოლაში, მისი ახსნისას ხშირად მიმართავენ ხოლმე ერთგვარ ხერხს და დისკუსიას აწყობენ. ხშირად მიმიღია მეც მონაწილეობა და ყოველთვის ამ მეფის ქომაგად ვრჩებოდი. ვეთანხმები კონსტანტინეს, რომ ნამდვილად დიდებული მეფე იყო, მაგრამ რომანში მიმდინარე სიუჟეტი კიდევ უფრო სხვანაირად დაგვანახებს ხელისუფალს. მეფის ამგვარი სახის დახატვაც, მწერლის მაღალ ოსტატობას უნდა მივაწეროთ.სიუჟეტური კუთხით არის კიდევ რაღაცები, რაშიც კონსტანტინე გამსახურდიას სრულებით სხვა გზა აქვს მოძებნილი. მე ის სულ სხვანაირად წარმოვიდგინე, თუმცა აქ ლაპარაკიც ზედმეტია... რომანი შედგა, მართლაც, რომ შედგა...ნაწერი მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტი საუკუნის წინანდელ ამბებს აღწერს, მაინც იხატება ჩვენი რეალობა. მძიმე და ბნელი, მაგრამ რწმენა იმისა, რომ ეს ყველაფერი დასრულდება, არ იკარგება. "მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდიკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.წიგნი რომ დავასრულე, ჩემზე ყველაზე მეტად შთაბეჭდილების მომხდენ წიგნთა ათეულს გადავავლე თვალი და ნათელი გახდა, რომ ის შეიცვლებოდა. ამ რომანმა მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა ჯერ კიდევ განსჯის ჟამია წინ... ვისაც რომანი ჯერ არ წაუკითხავს წინ დიდი სიამოვნება ელის... ნაწერის ბოლოს დიდია იმის ალბათობა, რომ ფიქრების მდინარემ წაგიღოთ და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნოთ, რომ წიგნს საოცრად უმოქმედია...

  • Mirian RchƎulishvili
    2019-03-25 16:20

    ფარსმან სპარსის გამო წავიკითხე.

  • Nona
    2019-04-22 14:32

    დიდი ხანი ამ ნაწარმოებს თავს ვარიდებდი,აბიტურიენტობამ კი თავისი ქნა.თითქმის დარწმუნებული ვიყავი,რომ კითხვაც გამეწელებოდა და ბოლო ფურცლამდე ძლივს ჩავაღწევდი. თუმცა ტყუილად. მომეწონა,რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემთვის. არც კითხვა გამიგრძელდა და არც თავი მოუბეზრებია.ორი აზრი არაა,რომ უდონესი რომანია.გიორგის მონოლოგი ხომ საერთოდ.

  • გიორგი მაჭარაშვილი
    2019-03-26 17:32

    რაც შეიძლებოდა გავწელე ამ წიგნის წაკითხვა, რადგან ვფიქრობდი, რომ არ მომეწონებოდა და ბოლოს და ბოლოს აბიტურიენტობამ თავისი ქნა, თავიდან არ მომწონდა ვჯუჯღუნებდი, თუმცა ეროვნულების ხათრით მაინც ვკითხულობდი, მაგრამ ნელ-ნელა ვამჩნევდი, რო თითქოს მითრევდა, უკვე მომწონდა და მიყვარდა კიდეც, სიამოვნებით ვკითხულებდი და რაც შეიძლება ვწელავდი ამ პროცესს.მომწონდა უამრავი საინტერესო და ნამდვილი პერსონაჟები, მომწონდა თხრობის სტილი, ისტორია, ყველაფერი მომწონდა ამ წიგნში თავისი საოცარი ფერებითურთ ❤️ მომწონდა შორენა, რომელიც ლამის მეც შემიყვარდა ასეთი ხასიათის გამო, მომწონდა გიორგი მეფე, ბიზანტიელებთან დამოკიდებულების და მისი საოცარი მონოლოგის გამო, ერთი სიტყვით აღარ გავაგრძელებ მადლობა აბიტურიენტობას ეს წიგნი რო წამაკითხა, თორე ისე მე ამ წიგნს არ წავიკითხავდი!!❤️❤️

  • მეგი თედორაძე
    2019-04-03 21:23

    გავსკდი ტირილით

  • Gia Jgarkava
    2019-04-10 16:20

    რა თქმა უნდა ამაზე კარგი რამეები აქვს ალბათ კონსტანტინე გამსახურდიას დაწერილი, "დიონისოს ღიმილი" მაქვს წაკითხული და ამას კი ჯობია (თუმცა ისიც ვერაფერი ისეთი), მაგრამ დიდოსტატის მარჯვენა ყველაზე ნათელი მაგალითია მთლიანად მამა გამსახურდიას შემოქმედების - ესაა ფიტული, ცარიელი ფორმა... ფორმაც არა - წარუმატებელი ფორმის მცდელობა, რომელშიც საერთოდ არაფერი დევს - ესაა ძველი გაზეთი "კომუნისტი", რომელშიც რაღაცის შეფუთვა უნდოდათ და მერე ისიც გადაიფიქრეს. ესაა სიყალბე, ტყუილი, ჰაერი, მამაძაღლობა, რომელსაც გაკრახმალებული თეთრი ქართული ჩოხა აცვია ქართველი ერის წინ ამაყად დასეირნობს - აი პირდაპირ ასე: მარტო ჩოხა და აზიაცკები დადის ქართველი ნაციის წინ და ისინი აპლოდისმენტებს და ხოტბას არ აკლებენ.ჩიტობაა მოკლედ, if you know what I mean ;)

  • Giorgi Baskhajauri
    2019-04-17 15:30

    4 ვარსკვლავი დავუწერე ადრე, მაგრამ მთვარის მოტაცების წაკითხვის შემდეგ 3 ვარსკვლავიც მეზედმეტება.

  • elene
    2019-03-29 19:34

    საოცარი პერსონაჟია გიორგი, თავისი სისუსტეებითა და ადამიანური გრძნობებით, იმის ფონზე რომ ეს ყველაფერი თითქოს ეკრძალება

  • Levan Shakulashvili
    2019-03-26 13:12

    მაგიური წიგნია. პერსონაჟები, პერსონაჟები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისრიმისფერი თვალებით დაწყებული ავაზის დღიდან, წიწამურის ველზე ღამესთან მუდამ მებრძოლ ხოხობამდე. ბორდოხანის ლიფსიტებიდან, საღირას ცრემლამდე. წიგნს ყოველთვის უნდა ემჩნეოდეს ვისი დაწერილია იგი, ამ წიგნსაც ატყვია კვალი. უტას კვალი. უტას ცხოვრების კვალი. და თუ გირშელის გაწითლება, ვარდისახარის ნაკბილარი, გლახუნას აღსარება და ნებიერას ნახტომი არაა მაგია, მაშინ არ ვიცი სხვა რა არის.

  • Nickolai
    2019-04-19 17:07

    Этот роман не о строительстве храма, а о любовной истории на фоне строительства храма. Сюжет достаточно интересен. Но вот язык изложения заметно подкачал. Абсолютно нет погружения в атмосферу средневековья. Не верится, что описанные события произошли тысячу лет назад, наоборот, создается ощущения, что они совсем недавние. Развязка наступила неожиданно и оказалась какой-то, на мой взгляд, поспешной и скомканной.

  • Nato Akhsabadze
    2019-04-09 21:25

    "არცა სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი...“მთელი რომანი ეტევა ამ ფრაზაში თითქოს. ძალიან მომწონს გამსახურდია! ცუდი ჩემო თავი, აქამდე რომ არ ვკითხულობდი. მართლაც რაღაც ამაღლებული და პოეტური პროზაა, "საფასე დაულევნელთა კეთილთაი"..

  • Natia
    2019-03-28 21:06

    გენია.

  • Tata Dzuliashvili
    2019-04-23 16:16

    მადლობა კოტიკოს,კარგია ნამდვილად

  • Gigi Kavrishvili
    2019-04-02 16:11

    "ხეკორძულას წყალი მისვავს,მცხეთა ისე ამიგია,დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს,რატომ კარგი აგიგია."

  • Irene
    2019-04-07 21:18

    'The Right Hand of the Great Master'Around the World - Georgia

  • Likuna
    2019-04-18 16:33

    "ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და მითხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს ქარს, და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს. ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას."

  • გიგი ყავრიშვილი
    2019-04-08 14:22

    მაგარია წაიკითხეთ ყველა ქართველმა კონსტანტინე გამსახურდიას ისტორული რომანი ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ სრულყოფილად წარმოგვიდგენს ქართული რენესანსის ეპოქას, წინააღმდეგობებით, კონფლიქტებით და ,,მრუმე ღამეებით“ აღსავსე მკაცრ საუკუნეს.

  • MariaSh
    2019-04-23 14:13

    "სიყვარულია თავად ღმერთი ამ ყვეყანაზე და თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ, ის ღმერთიც..."

  • AnRy Shengelia
    2019-04-16 13:31

    გენიაალური ქართული, მსოფლიო დონის შედევრი!